გიორგი ობოლაძე
დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი – Club Gladius | საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი | საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ტურის ერთ-ერთი დამფუძნებელი | ჯიუ-ჯიცუს შავი ქამარი 2011–2025 (I–VI დანი) | 2026 წლიდან – შიჰანი | მსოფლიო ჩემპიონი
გიორგი ობოლაძე არის საქართველოში ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი პიონერი და ამ სპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მან პირველმა დაიწყო საქართველოში ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს სისტემური განვითარება და 2014 წელს გახსნა ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს აკადემია. იგი არის საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2023 წლიდან) და საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ტურის ერთ-ერთი დამფუძნებელი (2022) — პლატფორმის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში პროფესიული ჯიუ-ჯიცუს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში. 2014 წელს გიორგი ობოლაძემ დააფუძნა Club Gladius, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან საბრძოლო სპორტის აკადემიას. როგორც მთავარი მწვრთნელი, იგი ქმნის მაღალი დონის ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური მომზადების სისტემას, რომელიც ეფუძნება დისციპლინას, სტრატეგიასა და მუდმივ განვითარებას. გიორგი ობოლაძე არის ჯიუ-ჯიცუს შავი ქამარი — VI დანი და მსოფლიო ჩემპიონი (იაპონური ჯიუ-ჯიცუ), ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. იგი არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს პროფესიონალი ინსტრუქტორი, სპეციალური პროგრამა Krav Maga-ს პროფესიონალი ინსტრუქტორი და აღნიშნული სისტემის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის ავტორი. მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სპეციალურ ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკურ პროფესიულ წვრთნებში. სპორტული საქმიანობის პარალელურად, იგი არის SOCAR Georgia Gas-ის მშენებლობის, სტანდარტიზაციისა და შრომის უსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი ქვეყნის მასშტაბით. გიორგი ობოლაძე ფლობს უმაღლეს განათლებას და არის დოქტორანტი. მისი საქმიანობა აერთიანებს სპორტულ მიღწევებს, ინსტრუქტორობასა და სტრატეგიულ ლიდერობას, რაც მას აქცევს საქართველოში საბრძოლო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ფიგურად.