6-14 წელი - საბავშვო პროგრამა
6-14 წლის ბავშვთა ჯგუფებისთვის „გლადიუსში“ შექმნილია უნიკალური და მრავალმხრივი პროგრამა, რომელიც აერთიანებს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს კიმანოთი და კიმანოს გარეშე (GI & NO-GI), კრავ მაგას, ძიუდოს საფუძვლებს, სპორტულ ფსიქოლოგიას, კოორდინაციისა და ბალანსის განვითარებას. პროგრამის მთავარი მიზანია არა მხოლოდ ძლიერი და ტექნიკური სპორტსმენის აღზრდა, არამედ დისციპლინირებული, თავდაჯერებული, მიზანდასახული და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბება. ვარჯიშები ტარდება პროფესიონალი ინსტრუქტორების, სპორტული ფსიქოლოგისა და ფიზიკური განვითარების სპეციალისტების მეთვალყურეობით, რაც ბავშვებში ავითარებს ლიდერულ თვისებებს, გუნდურობას, სწრაფ აზროვნებასა და რეაგირებას, მოთმინებას, ემოციურ მდგრადობასა და უმაღლესი დონის დისციპლინას. „გლადიუსის“ მიზანია აღზარდოს არა მხოლოდ ჩემპიონები სპორტში, არამედ ძლიერი ადამიანები ცხოვრებისთვის.