ფრე ჯიუ-ჯიცუ | 3–5 წლის ბავშვთა ჯგუფი

„გლადიუსში“ 3–5 წლის ბავშვებისთვის შექმნილია სპეციალური პროგრამა — Pre Jiu-Jitsu , სადაც სწავლება მიმდინარეობს თამაშის, მოძრაობისა და პოზიტიური გარემოს ფორმატში. პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე. სპეციალურად შერჩეული სავარჯიშოები ავითარებს მოტორიკას, ბალანსს, კოორდინაციას, კონცენტრაციასა და სხეულის სწორ კონტროლს. ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ერთობლივი და ჰარმონიული მუშაობის განვითარება, რაც ხელს უწყობს ბავშვის სწრაფ აზროვნებას, ყურადღების კონცენტრაციას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას. ბავშვები უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში ეცნობიან ჯიუ-ჯიცუსა და ძიუდოს საბაზისო ელემენტებს, პარალელურად სწავლობენ დისციპლინას, წესრიგს, პასუხისმგებლობას, მოსმენის კულტურასა და ქცევის სწორ ჩარჩოებს. ვარჯიშები ტარდება პროფესიონალი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, სადაც თითოეული აქტივობა გათვლილია ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. „გლადიუსის“ მიზანია, პატარა ასაკიდანვე ჩამოყალიბდეს ჯანმრთელი, თავდაჯერებული, აქტიური და დისციპლინირებული ბავშვი, რომელსაც შეუძლია როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაში წარმატების მიღწევა.