დიდების ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ (GI / NO GI)
„გლადიუსი“ არის საქართველოში ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საერთაშორისო აკადემია, რომელიც 2014 წელს გახდა პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც დაიწყო ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს პროფესიონალურ დონეზე განვითარება და სისტემური სწავლება. აკადემიაში ისწავლება ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ როგორც კიმანოთი (GI), ასევე კიმანოს გარეშე (NO-GI). „გლადიუსი“ წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ორგანიზაციის — Gracie Barra-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, შესაბამისად ქამრების მინიჭება მიმდინარეობს საერთაშორისო პროგრამისა და ოფიციალური სერტიფიკაციის საფუძველზე. ყველა ვარჯიში ტარდება ერთდროულად სამ ენაზე — ქართულად, ინგლისურად და რუსულად, რაც აკადემიას სრულად საერთაშორისო გარემოდ აქცევს. დღეს „გლადიუსში“ ვარჯიშობს 34 სხვადასხვა ეროვნების სპორტსმენი — როგორც გოგონები, ასევე ბიჭები, ბავშვები და ზრდასრულები. აკადემიის საერთაშორისო სტანდარტს ქმნის მრავალეროვნული სამწვრთნელო გუნდი, რომელშიც შედიან ქართველი, ბრაზილიელი, აზერბაიჯანელი და არგენტინელი პროფესიონალი ინსტრუქტორები. „გლადიუსში“ მთავარი მიზანია არა მხოლოდ ძლიერი სპორტსმენების და ჩემპიონების აღზრდა, არამედ დისციპლინირებული, თავდაჯერებული და წარმატებული ადამიანების ჩამოყალიბება. ვარჯიშები ავითარებს ფიზიკურ შესაძლებლობებთან ერთად ფსიქოლოგიურ მდგრადობას, ლიდერულ უნარებს, სწრაფ აზროვნებას, თვითკონტროლს, პატივისცემას და გუნდურობას. დღეს „გლადიუსი“ წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და დინამიურად განვითარებად საბრძოლო ხელოვნების აკადემიას, სადაც სპორტი, განათლება, დისციპლინა და საერთაშორისო გამოცდილება ერთ სივრცეში ერთიანდება.